ბრიტანეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსს 170 ადამიანი ემსხვერპლა.
„ბიბისი“ წერს, რომ საკარანტინო ზომების ამოქმედების შემდეგ, გარდაცვალების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.
ბრიტანეთის მთავრობის ინფორმაციით, ეპიდემიის დაწყების შემდეგ ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით სულ 34 636 ადამიანი დაიღუპა.
ამასთან, მედიასაშუალების ინფორმაციით, გარდაცვლილების რაოდენობა, რომელიც კვირას და ორშაბათს ცხადდება, სხვა დღეებთან შედარებით დაბალია, აღნიშნულის მიზეზი კი საავადმყოფოებიდან მიღებული ინფორმაციის შეფერხებაა.
ბრიტანეთის მასშტაბით ყველაზე დიდი მსხვერპლი ინგლისშია, სადაც კორონავირუსის შედეგად 24 617 ადამიანი გარდაიცვალა.
ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე, ბრიტანეთის მთავრობის ბიზნეს მდივანმა, ალოკ შარმამ ყურადღება გაამხვილა ვაქცინის შექმნის საკითხზე და აღნიშნა, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტში ვაქცინის გამოცდა კარგად პროგრესირებს, გამოცდების ორგანიზების სიჩქარე უპრეცედენტოა.
ალოკ შარმამ ასევე თქვა, რომ კორონავირუსთან ბრძოლის მიმართულებით, ბრიტანეთში 6 მედიკამენტის კლინიკური გამოცდა დაიწყო.