ბრიტანეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 576 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 89 ადამიანი კი გარდაიცვალა
ბრიტანეთში ბოლო ერთ დღეში „კოვიდ-19“-ს 89 ადამიანი ემსხვერპლა.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეპიდემიის დაწყების შემდეგ, კორონავირუსული ინფექციით ბრიტანეთში უკვე 43 995 ადამიანი გარდაიცვალა.
ბოლო ერთ დღეში ბრიტანეთში ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული ინფექცია 576 ადამიანს დაუდასტურდა, ეპიდემიის დაწყების შემდეგ კი ინფიცირებულთა რიცხვი 283 757-მდე გაიზარდა.
ბრიტანეთის მთავრობის გდაწყვეტილებით, 10 ივლისიდან, 70-მდე ქვეყნის მოქალაქეებს ბრიტანეთში მოგზაურობის დროს კარანტინის გავლა აღარ მოუწევთ.
„დაბალი რისკის“ ქვეყნების სია 3 ივლისს გამოქვეყნდება.