ბრიტანეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსს 176 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას „ბიბისი“ ბრიტანეთის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს. ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ბრიტანეთში ახალი ტიპის კორონავირუსისგან გამოწვეული დაავადებით 39 904 ადამიანი დაიღუპა.
ბრიტანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ 4 ივნისის მდგომარეობით, 220 000-ზე მეტი ტესტი ჩატარდა. ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში დამცავი ნიღბის ტარება სავალდებულო იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში მოქალაქე მგზავრობას ვერ შეძლებს და დაჯარიმდება.