დიდ ბრიტანეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 138-ით გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ჯანდაცვის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების მონაცემებით, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ს სულ 44 968 ადამიანი ემსხვერპლა.
კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობის მიხედვით დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს აშშ-სა და ბრაზილიის შემდეგ.
ბოლო 24 საათის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებულია კორონავირუსის 398 ახალი შემთხვევა. სულ ქვეყანაში ახალი ვირუსით დაინფიცირდა 291 373 ადამიანი.