ბრიტანეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით 377 ადამიანი გარდაიცვალა. ბრიტანეთის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვეყანაში ეპიდემიის დაწყების შემდეგ „კოვიდ-19“-ს უკვე 37 837 ადამიანი ემსხვერპლა.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამჟამად ქვეყანაში ვენტილატორით აღჭურვილი საწოლების მხოლოდ 11 პროცენტია დაკავებული, 10 აპრილს კი 41 პროცენტი იყო. ბრიტანეთის მთავრობის ხელმძღვანელმა თქვა, რომ პირველი ივნისიდან ქვეყანაში სკოლები და საცალო ვაჭრობის ზოგიერთი მიმართულება გაიხსნება, ასევე 6-მდე ადამიანი შეძლებს საჯარო სივრცეებში შეკრებას.
ბრიტანეთში კორონავირუსის რეპროდუქციის მაჩვენებელი 0.7-0.9 პროცენტს შორისაა.