დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 155-ით გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი” ჯანდაცვისა და სოციალური ზრუნვის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების მონაცემებით, სულ ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირება ფატალური 44 391 ადამიანისთვის აღმოჩნდა.
ჯანდაცვის დეპარტამენტში მიიჩნევენ, რომ ეს მაჩვენებელი გარდაცვალების ყველა შემთხვევას არ მოიცავს და ვარაუდობენ, რომ მსხვერპლთა რეალური რიცხვი შესაძლოა, 55 ათასს აჭარბებდეს.
ბოლო დღე-ღამეში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსი 581 ადამიანს დაუდასტურდა. სულ ქვეყანაში გამოვლენილია „კოვიდ-19“-ის 286 349 შემთხვევა.