ბრიტანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 50 023 შემთხვევა გამოვლინდა, 981 ადამიანი გარდაიცვალა
ბრიტანეტში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 981 ადამიანი დაიღუპა, რაც აპრილის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.
ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსის 50 023 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
პანდემიის გავეცელებიდან დღემდე, ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის 2 მილიონზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულია 72 548 ადამიანი.