ბრიტანეთში ალკოჰოლური სასმელების ქარხანამ სასმელი სახელწოდებით „ნოვიჩოკი“ გამოუშვა
დიდ ბრიტანეთში ალკოჰოლური სასმელების ქარხანამ გამოუშვა სასმელი სახელწოდებით „ნოვიჩოკი“, რის გამოც მწვავე კრიტიკა დაიმსახურა.
როგორც BBC იტყობინება, კომპანია Bristol Dry Gin-ს 75-გრადუსიანი ალკოჰოლური სასმელის სახელწოდების გამო, ბოდიშის მოხდა მოუწია. კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სასმლის წარმოება შეწყდება.
კომპანიაში აცახდებენ, რომ არყის სასმლის რეცეპტზე დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდნენ, სახელწოდება კი სკრიპალების საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ შეურჩიეს.
ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელმა კომპანიამ სოციალურ ქსელებში არაერთი ნეგატიური კომენტარი მიიღო.
„ვფიქრობ, უტაქტობაა ალკოჰოლისთვის ასეთი სახელწოდების მინიჭება. ეს სერიოზული სიტუაციაა“, წერს ინტერნეტმომხმარებელი დევიდ გილროი.
„უტაქტობაა. უდანაშაულო ქალი გარდაიცვალა. მამაკაცი საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ვფიქრობ, სარეკლამო სტრატეგიას უნდა გადახედოთ“, -წერს კიდევ ერთი ინტერნეტმომხმარებელი პიტერ ჰუპერი.
დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების მონაცემებით, რუსეთის სახელმწიფო დაზვერვის სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და მისი შვილი ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით, „ნოვიჩოკით“ მოიწამლნენ. ბრიტანული მხარის ცნობით, ამავე ნივთიერებით ივნისის ბოლოს მოიწამლნენ ქალი და კაცი, რომელთაგან ქალი ორი დღის წინ გარდაიცვალა, მამაკაცი კი გონს მოვიდა.