ბრიტანეთში ახალშობილების მკვლელობის ბრალდებით, საავადმყოფოს თანამშრომელი ქალი დააკავეს
დიდი ბრიტანეთის პოლიციამ ქალაქ ჩესტერის საავადმყოფოში, მედიკოსი ქალი დააკავა, რომელიც რვა ჩვილის მკვლელობასა და კიდევ ექვსი ახალშობილის მკვლელობის მცდელობაშია ეჭვმიტანილი. ინფორმაციას მომხდარის შესახებ ბრიტანული მედია ჩეშირის საგრაფოს პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
პოლიციის განცხადებით, გამოძიება 2015 წლის მარტი-2016 წლის ივლისის პერიოდში ჩესტერის საავადმყოფოს ნეონატალურ განყოფილებაში ახალშობილთა გარდაცვალების 17 შემთხვევას და ახალშობილებთან დაკავშირებულ 15 არაფატალურ ინციდენტს სწავლობს.