დიდ ბრიტანეთში ახალი კორონავირუსით, „კოვიდ-19“-ით კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა.
ქვეყნის ეროვნული ჯანდაცვის სამსახურის ინფორმაციით, ახალი ტიპის კორონავირუსს ორი ქალი ემსხვერპლა, ერთი 89 წლის ასაკის, მეორე კი, 70-წლამდე იყო.
ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსით სულ 10 ადამიანია დაღუპული.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, ბრიტანეთში „კოვიდ 19“-ით 134 ადამიანი დაინფიცირდა. საერთო ჯამში, ბრიტანეთში „კოვიდ 19“ 590 ადამიანს აქვს დადასტურებული.
ამასთან, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ვირუსთან ბრძოლის მომდევნო ეტაპს გამოაცხადებს.