ბრიტანეთის ვაჭრობის მინისტრი აცხადებს, რომ 29 დეკემბერს თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გაფორმდება
ბრიტანეთის ვაჭრობის მინისტრი აცხადებს, რომ 29 დეკემბერს თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გაფორმდება

ბრიტანეთი და თურქეთი 29 დეკემბერს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას გააფორმებენ,  – ამის შესახებ  ბრიტანეთის ვაჭრობის მინისტრმა, ლიზ ტრუსმა განაცხადა. მისივე თქმით, ორი ქვეყანა ხელს მოაწერს გარიგებას, რომელიც ანკარასა და ლონდონს შორის არსებულ სავაჭრო პირობებს იმეორებს, მაგრამ  ლიზ ტრუსმა იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნებს შორის შეთანხმება მალე იქნება შესაძლებელი.

„ხელშეკრულება, რომელსაც ხელი ამ კვირაში უნდა მოვაწეროთ, უტარიფო საგადასახადო შეთანხმებას ითვალისწინებს. ეს უზრუნველყოფს გარკვეულწილად ათასობით სამუშაო ადგილს დიდ ბრიტანეთში წარმოების, საავტომობილო და ფოლადის ინდუსტრიებში“, – აღნიშნა ტრუსმა განცხადებაში.

2019 წელს სავაჭრო ურთიერთობამ 18.6 მილიარდი გირვანქა სტერლინგი შეადგინა. ბრიტანეთმა განაცხადა, რომ ეს იყო მეხუთე უდიდესი სავაჭრო გარიგება, რომელზეც ვაჭრობის სამინისტრომ მოლაპარაკება გამართა იაპონიასთან, კანადასთან, შვეიცარიასთან და ნორვეგიასთან შეთანხმებების შემდეგ. ბრიტანეთმა ხელი მოაწერა სავაჭრო ხელშეკრულებებს 62 ქვეყანასთან ევროკავშირიდან გასვლის გარდამავალი პერიოდის დასრულებამდე, რომლის ვადა პირველ იანვარს იწურება.

პირველი იანვრის შემდეგ ბრიტანეთი ევროკავშირის სავაჭრო შეთანხმებებს დატოვებს.