ბრიტანეთის თავდაცვის უწყება - რუსეთი, სავარაუდოდ, უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტიდან სხვა მიმართულებებზე ახდენს კონცენტრაციას
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტიდან სხვა მიმართულებებზე ახდენს კონცენტრაციას. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ცნობით, ბახმუტთან შეტევის წარუმატებლობის გამო რუსეთს ოპერაციული ფოკუსი ბახმუტიდან სამხრეთში, ავდეევკაზე და ჩრდილოეთით, კრემინა-სვატოვოს სექტორზე გადააქვს.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მოხსენების თანახმად, რუსეთი ფრონტის ხაზის სტაბილიზაციას ცდილობს. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის წარუმატებლობას ნაწილობრივ განსაზღვრავს დაძაბულობა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“ შორის.