ბრიტანეთის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მომდევნო დღეებში მოსალოდნელია უკრაინის არმიის დიდი შეტევა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში
ბრიტანეთის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მომდევნო დღეებში მოსალოდნელია უკრაინის არმიის დიდი შეტევა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში

ბრიტანეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მომდევნო დღეებში მოსალოდნელია უკრაინის არმიის დიდი შეტევა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში.

„უახლოეს დღეებში ჩვენ უნდა ველოდოთ დიდ შეტევას დონბასის ამა თუ იმ ნაწილში“, – განაცხადა ბრიტანეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ტობიას ელვუდმა.

მისივე თქმით, სიფრთხილისკენ მოუწოდებს ყველას, ვისაც სჯერა, რომ უკრაინა შეუტევს და ყველაფერი ძალიან სწრაფად დასრულდება.

ტობიას ელვუდის განცხადებით, უკრაინის არმია აწარმოებს შემოწმებისა და ფორმირების ოპერაციებს.

„რუსებმა არ იციან, სად იქნება ეს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ ქაოსს ვაგნერის ჯგუფსა და თავად რუსეთის ძალებს შორის“, – აღნიშნა ბრიტანეთის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.