ბრიტანეთის სამეფო ოჯახი და მინისტრები რუსეთში საფეხბურთო ჩემპიონატს არ დაესწრებიან
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის განცხადებით, რუსეთმა ბრიტანეთის წინააღმდეგ უკანონო ძალა გამოიყენა და აღნიშნული დანაშაული ევროპაში რუსეთის აგრესიის კარგად დაფუძნებული ნიმუშის ნაწილია.
ტერეზა მეის თქმით, სკრიპალის მოწამვლაში დამნაშავე რუსეთია და ბრიტანეთი არსებულ სასანქციო სიაში მაგნიტკის სიის მსგავს შესწორებებს შეიტანს.
ბრიტანეთი რუსეთისთვის საფრთხის შემცველ მიმართულებებში აქტივების გაყინვას და ჯაშუშების საწინააღმდეგო ახალი კანონმდებლობის შემოღებას განიხილავს.
ტერეზა მეიმ დეპუტატებს განუცხადა, რომ რუსეთი შემაშფოთებლად მუდმივად არღვევს საერთაშორისო ვალდებულებებს და ბრიტანეთი მოქმედებებს მოკავშირეებთან შეათანხმებს.
ტერეზა მეიმ ასევე აღნიშნა, რომ სკრიპალის მოწამვლის საქმეზე რუსეთმა ცხადი ახსნა-განმარტება ვერ წარადგინა, თუ როგორ მოხვდა მომწამვლელი ნივთიერება ბრიტანეთის ტერიტორიაზე.
პარალელურად ცნობილი ხდება, რომ ბრიტანეთის სამეფო ოჯახი და მინისტრები რუსეთში დაგეგმილ საფეხბურთო ჩემპიონატს არ დაესწრებიან.
66 წლის სერგეი სკრიპალი 33 წლის ქალიშვილთან ერთად უგონო მდგომარეობაში ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში 4 მარტს იპოვეს. პოლიციის ინფორმაციით, მათ მოსაწამლად ნერვების პარალიზების გამომწვევი ნივთიერება გამოიყენეს. ამის გამო, ბრიტანეთი რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან ყველა დონის ურთიერთობას წყვეტს.