ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყაზახეთში ვიზიტის დროს ნავთობის ექსპორტის ალტერნატიულ გზად შუა დერეფნის გამოყენებაზე ისაუბრეს, რომელიც საქართველოზე გადის
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყაზახეთში ვიზიტის დროს ნავთობის ექსპორტის ალტერნატიულ გზად შუა დერეფნის გამოყენებაზე ისაუბრეს, რომელიც საქართველოზე გადის

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიმს კლევერლის ყაზახეთში ვიზიტის დროს ყაზახური ნავთობის ექსპორტის ალტერნატიულ გზად შუა დერეფნის გამოყენებაზე ისაუბრეს, რომელიც საქართველოზე გადის.

მედიის ცნობით, ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ყაზახეთში გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა, რომ ყაზახეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ყაზახური ნავთობის ექსპორტის შეფერხების საკითხი განიხილა, რომლის ექსპორტის დიდი ნაწილი რუსეთის ტერიტორიის გამოყენებით ხდება. ჯეიმს კლევერლის თქმით, ბრიტანეთი დაეხმარება ყაზახეთს რუსეთის გვერდის ავლით საექსპორტო მარშრუტების განვითარებაში.

როგორც გამოცემა „ევროაქტივი“ აღნიშნავს, შუა დერეფანი კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის და საჭიროებს მნიშვნელოვან ინვესტიციებს სიმძლავრის გასაზრდელად, თუმცა ყაზახეთმა უკვე დაიწყო გარკვეული ნედლეულის გადაზიდვა შუა დერეფნით. ყოფილ საბჭოთა ქვეყანაზე, რომლის მოსახლეობაც 20 მილიონია, მსოფლიოში ურანის წარმოების თითქმის ნახევარი მოდის და აქვს იშვიათი მინერალების დიდი საბადოები, რომელსაც დასავლეთი ტრადიციულად ჩინეთიდან ან რუსეთისგან იღებდა.