დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტს, ჰან ჟენგს შეხვდა. შეხვედრა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პეკინში პირველი ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
მედიის ცნობით, შეხვედრის დროს კლევერლიმ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ორმა მთავრობამ გააგრძელოს რეგულარული შეხვედრები გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად. ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე ხაზი გაუსვა იმ გამოწვევებისა და აზრთა სხვადასხვაობის განხილვის მნიშვნელობას, რომელიც, მისი თქმით, ყველა ქვეყანას ჰქონდა ორმხრივ ურთიერთობებში.
თავის მხრივ, ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, იმედოვნებს, რომ ორმხრივ ურთიერთობაში წინსვლა იქნება ურთიერთპატივისცემისა და პრაქტიკული თანამშრომლობის გზით.