ბრიტანეთის საელჩო - გაერთიანებული სამეფო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები, რათა აღიკვეთოს პროტესტის მხარეს მდგარი ადამიანების უკანონო დაშინება

გაერთიანებული სამეფო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები, რათა აღიკვეთოს პროტესტის მხარეს მდგარი ადამიანების მიმართ უკანონო დაშინება და გამოძიებულ იქნეს ყველანაირი უფლებადარღვევა, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩოს განცხადებაში.

„გაერთიანებული სამეფო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები, რათა აღიკვეთოს პროტესტის მხარეს მდგარი ადამიანების მიმართ უკანონო დაშინება და გამოძიებულ იქნეს ყველანაირი უფლებადარღვევა.

მუქარის შემცველ სატელეფონო ზარებს, უკანონო დაკავებებს, ცემას და პოსტერებს, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების წევრებს მოღალატეებად შერაცხავს, ადგილი არ აქვს დემოკრატიულ საზოგადოებაში.

გაერთიანებული სამეფო განაგრძობს საქართველოს გვერდით დგომას, მისი დემოკრატიისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდასაჭერად“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.