ბრიტანეთის საელჩო - მხარს ვუჭერთ ეუთო/ოდირის შეფასებას, რომ საქართველოში ადგილობრივი არჩევნები კარგად იყო ორგანიზებული და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა
ბრიტანეთი მხარს უჭერს ეუთო/ოდირის შეფასებას, რომ საქართველოს 2021 წლის ადგილობრივი არჩევნები კარგად იყო ორგანიზებული და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, – ამის შესახებ საუბარია საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბრიტანეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ არჩევნებს ზიანი მიაყენა დარღვევების შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ.
„წარმოჩენილ შეშფოთებებს ყურადღება უნდა მიექცეს. ვიმედოვნებთ, რომ ყველა მხარე იბრძოლებს მე-2 ტურში საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად“, – ნათქვამია ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში.