ბრიტანეთის საელჩო – მხარს ვუჭერთ ეუთო/ოდირის შეფასებას, რომ საქართველოში ადგილობრივი არჩევნები კარგად იყო ორგანიზებული და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა
ბრიტანეთი მხარს უჭერს ეუთო/ოდირის შეფასებას, რომ საქართველოს 2021 წლის ადგილობრივი არჩევნები კარგად იყო ორგანიზებული და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, – ამის შესახებ საუბარია საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბრიტანეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ არჩევნებს ზიანი მიაყენა დარღვევების შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ.
„წარმოჩენილ შეშფოთებებს ყურადღება უნდა მიექცეს. ვიმედოვნებთ, რომ ყველა მხარე იბრძოლებს მე-2 ტურში საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად“, – ნათქვამია ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში.
🇬🇧 supports OSCE/ODHIR in judging Oct 2021 🇬🇪local elections well administered and held in competitive environment, but marred by reports of violations.
Concerns raised must be addressed. Hope all parties will campaign for 2nd round in line with best practices@MarkClaytonFCDO
— UK in Georgia (@UKinGeorgia) October 3, 2021