ბრიტანეთის პრემიერმა ქვეყანაში არეულობების ფონზე მომდევნო კვირისთვის დაგეგმილი შვებულება გააუქმა
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა ქვეყანაში ბოლოდროინდელი არეულობების ფონზე მომდევნო კვირისთვის დაგეგმილი შვებულება გააუქმა.
სტარმერის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პრემიერი ახლა ფოკუსირებულია, როგორ უმკლავდება მისი მთავრობა რასისტულ ნიადაგზე განვითარებულ არეულობებს, რომლებიც მუსლიმებისა და მიგრანტების წინააღმდეგ იყო მიმართული.
როგორც მედია წერს, არეულობა ქვეყანაში მას შემდეგ დაიწყო, რაც ინტერნეტით გავრცელდა მცდარი ინფორმაცია საუთპორტში 29 ივლისს სამი ახალგაზრდა გოგონას მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობასთან დაკავშირებით, თითქოს მკვლელობა ისლამისტმა მიგრანტმა ჩაიდინა. აღნიშნულს სიძულვილის ნიადაგზე და რასისტული განწყობებით ანტიმიგრაციული დემონსტრაციები და პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა.
თუმცა ბოლო ოთხი დღის განმავლობაში გადააჭარბა კონტრაქციებში მონაწილეთა რიცხვმა, სადაც მოქალაქეები მიგრანტთა უფლებების დასაცავად გამოდიან. საერთო ჯამში, არეულობების დროს სამართალდამცველებმა 741 ადამიანი დააკავეს და მათგან 302-ს ბრალი წაუყენეს. პოლიცია არ გამორიცხავს, რომ დაკავებების სერია მომდევნო თვეებში გაგრძელდეს. სამართალდამცველებს ასევე დაევალათ, გამოვალინონ ონლაინ დამნაშავეები და ინფლუენსერები, რომლებიც ფართო მასებში სიძულვილს ავრცელებენ და ძალადობას ახალისებენ.