ბრიტანეთის პრემიერი - იტალიას მხოლოდ 2-3 კვირით ჩამოვრჩებით, ინფიცირებულთა რაოდენობა სწრაფად იზრდება
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ იტალიის მსგავს სიტუაციამდე მათ 2-3 კვირა აშორებთ.
„ინფიცირებულთა რაოდენობა ძალიან სწრაფად იზრდება. ჩვენ იტალიას მხოლოდ 2-3 კვირით ჩამოვრჩებით. იტალიას ძლიერი ჯანდაცვის სისტემა აქვს და მაინც ექიმები და საავადმყოფოები ამ დრომდე ვერ უძლებენ დატვირთვას. ჩვენ ან გამოვიჩენთ ერთიანობას და დავიცავთ წესებს, ან ჩვენი საავადმყოფოებიც გადაივსება“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.
ბრიტანეთში დღეს „დედის დღეს“ აღნიშნავენ. პრემიერი მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შეიკავონ სახლიდან გასვლისგან და დედებს დღესასწაული მხოლოდ ტელეფონით მიულოცონ.