ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამის შესახებ პრემიერმა მიკრობლოგ „თვითერზე“ თავად დაწერა.
„ბოლო 24 საათში მსუბუქი სიმპტომები გამომივლინდა. ტესტი ჩავიტარე და ის დადებითია. ახლა თვითიზოლაციაში ვარ და აქედან გავაგრძელებ მთავრობის მართვას ვიდეოკონფერენციების საშუალებით. ჩვენ ერთად დავამარცხებთ ამას“, – წერს ბორის ჯონსონი.