ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ბორის ჯონსონი ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე ფინანსური და სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს დაადგენს
„დაუნინგ სთრითმა“ უკრაინის დედაქალაქ კიევში პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონისა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა დაადასტურა. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
როგორც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში განაცხადეს, პრემიერ-მინისტრი გაემგზავრა უკრაინაში, რათა პირადად შეხვდეს პრეზიდენტ ზელენსკის, უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად.
„ისინი განიხილავენ უკრაინის მიმართ დიდი ბრიტანეთის გრძელვადიან მხარდაჭერას და პრემიერი დაადგენს ფინანსური და სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს“, – განაცხადეს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში.