ბრიტანეთის პოლიციამ მამაკაცი დააკავა, რომელმაც „ევროსტარის“ მატარებლის გადაადგილებას ხელი შეუშალა
ბრიტანეთის პოლიციამ მამაკაცი დააკავა, რომელმაც „ევროსტარის“ მატარებლის გადაადგილებას ხელი შეუშალა

ბრიტანეთის პოლიციამ მამაკაცი დააკავა, რომელმაც „ევროსტარის“ მატარებლის გადაადგილებას ხელი შეუშალა.

ინციდენტის გამო კომპანია იძულებული გახდა ყველა მარშრუტზე მოძრაობა შეეჩერებინა. „ევროსტარი“ ლონდონს, პარიზსა და ბრიუსელს შორის ასრულებს რეისებს.

სააგენტო როიტერის ინფორმაციით, ლონდონის რკინიგზის სადგურში ხალხმრავლობაა. კომპანიაში აცხადებენ, რომ პრობლემა მალე აღმოიფხვრება, თუმცა მოუწოდებენ მგზავრებს გადაცვალონ ბილეთები.