ბრიტანეთის პოლიციამ დეპუტატ დევიდ ემესის მკვლელობა ტერორისტულ თავდასხმად შეაფასა
ბრიტანეთის პოლიციამ დეპუტატ დევიდ ემესის მკვლელობა ტერორისტულ თავდასხმად შეაფასა

ბრიტანეთის პოლიციამ დეპუტატ დევიდ ემესის მკვლელობა ტერორისტულ თავდასხმად შეაფასა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

პირველადი გამოძიების დასკვნის მიხედვით, გამოვლენილია პოტენციური მოტივი, რომელიც ისლამურ ექსტრემიზმთანაა დაკავშირებული.

ბრიტანელი დეპუტატი, დევიდ ემესი, რომელიც ესექსში, ეკლესიაში ამომრჩევლებთან შეხვედრისას დანით დაჭრეს, გუშინ გარდაიცვალა. 69 წლის კანონმდებელი ეკლესიაში თავისი საარჩევნო ოლქის მცხოვრებლებს ხვდებოდა, რა დროსაც, მას დანით შეიარაღებული პირი დაესხა თავს.თავდამსხმელი პოლიციამ დააკავა. სამართალდამცველების ცნობით, ის მარტო მოქმედებდა.