ბრიტანეთის პოლიცია სერგეი სკრიპალის მკვლელობის მცდელობის საქმის გამოძიებას აგრძელებს
ბრიტანეთის სამართალდამცველები ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალის მკვლელობის მცდელობის საქმის გამოძიებას აგრძელებენ. აღნიშნული განცხადება ბრიტანეთის პოლიციამ გაავრცელა.
„ორივეს ( სერგეი , იულია ) ძალიან კარგი პროგრესი აქვს და მოხარულები ვართ, რომ სერგეი სკრიპალმა დღეს საავადმყოფო დატოვა. ეს არის კომპლექსური გამოძიება. გამომძიებლები აგრძელებენ მუშაობას და ცდილობენ მტკიცებულების შეგროვებას”,- ნათქვამია პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსნებთ, დღეს სერგეი სკრიპალი საავადმყოფოდან გაწერეს.
ორმაგი აგენტი სერგეი სკრიპალი ქალიშვილთან, იულიასთან ერთად 4 მარტს , ინგლისის ქალაქ სოლსბერიში , ქიმიური ნივთირებით მოწამლეს. იულია სკრიპალმა სოლსბერის საავადმყოფო 9 აპრილს დატოვა , ის უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი.
დიდი ბრიტანეთის მტკიცებით, სკრიპალების მოწამვლის უკან რუსეთი დგას.