ბრიტანეთის პარლამენტში „ბრექსიტის“ საბოლოო შეთანხმებაზე კენჭისყრა ჩატარდება
ევროკავშირიდან გამოსვლამდე, „ბრექსიტის“ საბოლოო შეთანხმებაზე ბრიტანეთის პარლამენტში კენჭისყრა ჩატარდება.
მინისტრ დევიდ დევისის განცხადებით, ბრიტანეთის გასვლის პირობები, მათ შორის გარდამავალი შეთანხმება და მოქალაქეთა უფლებების ხელშეკრულება ახალი კანონმდებლობით კანონის ძალას შეიძენს.
მინისტრმა დეპუტატებს განუცხადა, რომ პარლამენტარებს კანონმდებლობის დაბლოკვის ან შეცვლის შესაძლებლობა ექნებათ.
დევისმა ასევე აღნიშნა, რომ შეთანხმება კანონიერი მხოლოდ პარლამენტის დამტკიცების შემდეგ იქნება.