ბრიტანეთის პარლამენტი მუშაობას ხვალ განაახლებს
ბრიტანეთის პარლამენტი მუშაობას ხვალ განაახლებს

ბრიტანეთის პარლამენტი მუშაობას ხვალ განაახლებს. თემთა პალატის სპიკერის, ჯონ ბერკოუს განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა ხვალ, 11:30 საათზე განახლდება.

გავრცელებული ინფორმაციით ხვალინდელ სხდომას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი არ დაესწრება.

სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები კი, პრემიერის გადადგომას ითხოვენ. ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შემდეგ, ანალოგიური განცხადება ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, ჯო სვინსონმაც გააკეთა.

„ის არაკანონიერად მოიქცა და სცადა, გაეჩუმებინა პარლამენტი, სცადა იმ ადამიანების გაჩუმება, ვის აზრსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ქვეყნისთვის“, – განაცხადა ჯო სვინსონმა.

დიდი ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ბორის ჯონსონის მიერ პარლამენტის მუშაობის შეჩერების გადაწყვეტილება უკანონო იყო.