„ვაგნერის“ ჯგუფის საფრთხის არასაკმარისად შეფასების გამო ბრიტანეთის პარლამენტი მთავრობას აკრიტიკებს
ბრიტანეთის პარლამენტი აკრიტიკებს მთავრობას „ვაგნერის“ ჯგუფის საფრთხის არასაკმარისად შეფასების გამო. კომიტეტის მიერ დაკვეთილმა საგამოძიებო კვლევამ აჩვენა, რომ თითქმის ათი წლის განმავლობაში მთავრობა არასაკმარისად აფასებდა „ვაგნერის“ საქმიანობას, ისევე როგორც უსაფრთხოების შედეგებს ევროპაში და ამ ჯგუფის მოქმედების მასშტაბების მნიშვნელოვან გაფართოებას აფრიკაში.
დეპუტატები აღნიშნავენ, რომ საჭიროა, შეიცვალოს მიდგომა „ვაგნერის“ მიმართ.
დეპუტატებმა მოითხოვეს „ვაგნერის“ მხარდამჭერ ორგანიზაციებისთვის და პირებისთვის უფრო მიზანმიმართული სანქციების დაწესება. მათ დასძინეს, რომ ბრიტანეთმა უნდა გამოაცხადოს ჯგუფი ტერორისტულ ორგანიზაციად და აკრძალოს მისი საქმიანობა.