ბრიტანეთის ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის ახალი ლიდერი სერ კეირ სტარმერი გახდა
ბრიტანეთის ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის ახალი ლიდერი სერ კეირ სტარმერი გახდა. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, ბრექსიტის მდივანმა კენჭისყრის პირველ რაუნდში ხმების 56.2 პროცენტი მოაგროვა, რაც საკმარისი იყო, რათა მისი მეტოქეები – რებეკა ლონგ-ბეილი და ლიზა ნენდი მარათონს ჩამოშორებოდნენ.
იმავდროულად, ანგელა რაინერმა პარტიის ხელმძღვანელის მოადგილეობის კენჭისყრა ხმების 52.6%-ით მოიგო. თავის განცხადებაში კეირ სტარმერმა აღნიშნა, რომ ლეიბორისტული პარტიის ხელმძღვანელად არჩევა მისი ცხოვრების პატივი და პრივილეგიაა, და ახალ ეპოქაში პარტიას „თავდაჯერებით და იმედით“ უხელმძღვანელებს.
კეირ სტამერმა ლეიბორისტული პარტიის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ჯერემი კორბინი ჩაანაცვლა.