ბრიტანეთის მთავრობის ყოფილ წევრ პრიტი პატელს, რომელიც თანამდებობიდან გადადგა, პენი მორდონტი ჩაანაცვლებს
ბრიტანეთის მთავრობის ყოფილ წევრ პრიტი პატელს, რომელიც თანამდებობიდან გადადგა, პენი მორდონტი ჩაანაცვლებს

ბრიტანეთის მთავრობის ყოფილ წევრ პრიტი პატელს, რომელიც 8 ნოემბერს თანამდებობიდან გადადგა, პენი მორდონტი ჩაანაცვლებს.

შრომისა და პენსიების ყოფილი მინისტრი მთავრობის კაბინეტში, ამჯერად საერთაშორისო განვითარების მდივნის პოსტს დაიკავებს.

პატელის მსგავსად, მორდონტი ე.წ. ბრექსიტის მომხრე კონსერვატორების რიგებშია. გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე, საერთაშორისო განვითარების ახალი მდივანი დაუნინგ სტრიტზე ახალ დეპარტამენტთან შესახვედრად გაემართა.
პრიტი პატელმა დაკავებული თანამდებობა ოთხშაბათს საკუთარი ნებით დატოვა. მიზეზი ისრაელის ლიდერებთან მისი ფარული შეხვედრების გამჟღავნება გახდა, რამაც ბრიტანეთის მთავრობასა და პოლიტიკურ წრეებში უკმაყოფილება გამოიწვია.
ბოლო კვირის განმავლობაში ბრიტანეთის მთავრობის კაბინეტის უკვე მეორე წევრი გადადგა. მანამდე თავდაცვის მდივანი სერ მაიკლ ფელონი გევინ უილიამსონმა ჩაანაცვლა. ფელონი სექსუალურ სკანდალში გაეხვა, რის გამოც დაკავებული თანამდებობის დატოვება მოუხდა.

 

ავტორი: თეი კანაშვილი