ბრიტანეთის მთავრობაში მეხუთე თაობის ქსელსა და კორონავირუსის გავრცელებას შორის შესაძლო კავშირს საშიში შეთქმულების თეორია უწოდეს
მეხუთე თაობის ქსელთან დაკავშირებული შეთქმულების თეორია საშიში, ყალბი აბსურდია, – ამის შესახებ ბრიტანეთის მთავრობის წევრმა, მაიკლ გოვმა განაცხადა.
„ბიბისის“ ინფორმაციით, ბირმინგემსა და მერსესაიდში მობილური ტელეკომუნიკაციების ანძებს ცეცხლი წაუკიდეს, რამაც ქსელურ კავშირს პრობლემები შეუქმნა.
„როიტერი“ წერს, რომ ე.წ. „თეორიით“, მეხუთე თაობის ქსელის სატელეკომუნიკაციო ანძები შესაძლოა კორონავირუსის გავრცელებას უწყობდეს ხელს.
გიგანტურ მობილურ ოპერატორ, „ვოდაფონში“ აცხადებენ, რომ ანძებზე თავდასხმები, ეროვნული უსაფრთხოების საკითხია.
ბოლო მონაცემებით, ბრიტანეთში „კოვიდ 19“-ს 4 313 ადამიანი ემსხვერპლა.