ბრიტანეთის მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობას რამდენიმე პირობის შემთხვევაში შეძლებენ
ბრექსიტის შემდეგ, დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები ევროკავშირის ტერიტორიაზე მოგზაურობას ვიზის გარეშე შეძლებენ, – აღნიშნული გადაწვეტილება ევროპარლამენტმა მიიღო.
ევროკავშირის ინსტიტუტის მიერ მიღებული კანონის თანახმად, გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეებს 180 დღის განმავლობაში შენგენის ზონაში ვიზის გარეშე დარჩენა 90 დღით შეეძლებათ.
შესაბამის კანონპროექტს მხარი დაუჭირა ევროპარლამენტის 502-მა წევრმა. 82 წინააღმდეგი იყო. ბრიუსელის განმარტებით, უვიზო რეჟიმით ბრიტანელები იმ შემთხვევაშიც ისარგებლებენ, თუ ბრიტანეთი ევროკავშირს შეთანხმების გარეშე დატოვებს. თუმცა კანონპროექტში ასევე განმარტებულია, რომ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებისთვის ბრიუსელი უვიზო რეჟიმს იმ შემთხვევაში აამოქმედებს, თუ ამავე ზომას ევროკავშირის მოქალაქეებისთვის ლონდონიც მიმართავს.