ბრიტანეთის „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი - ბრიტანეთის მთავრობის მიერ „კოვიდ-19“-ზე რეაგირების შესახებ გამოძიება გარდაუვალია
ბრიტანეთის ოპოზიციური, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, ქირ სტარმერმა განაცხადა, რომ ბორის ჯონსონის მთავრობის მიერ „კოვიდ-19“-ის კრიზისზე რეაგირების შესახებ გამოძიება აუცილებლად ჩატარდება, თუმცა, მისივე თქმით, ამის თაობაზე მოთხოვნას დროებით არ წამოაყენებს.
„გამოძიება გარდაუვალია და როდესაც ამის დრო მოვა, ის აუცილებლად ჩატარდება. ამ მომენტისთვის ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ არსებულ გამოწვევებს მივხედოთ“,- განაცხადა სტარმერმა.
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის თქმით, ბრიტანეთის მთვარობამ საჭირო ზომები დროულად ვერ მიიღო და აღნიშნა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს ქვეყნის მართვა არ ეხერხება.