საქართველოში ბრიტანეთის ელჩი - რუსეთის მიერ გავლებული მავთულხლართები ადგილობრივი მოსახლეობის დაყოფის გარდა, არაფერს ემსახურება
რუსეთის მიერ გავლებული მავთულხლართები ოჯახებისთვის სირთულეების შექმნისა და ადგილობრივი მოსახლეობის დაყოფის გარდა, არაფერს ემსახურება, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩი ჯასტინ მაქკენზი-სმიტი წერს.
„დღეს საქართველოში, გუგუტიანთკარში რუსეთი დამატებით მავთულხლართებს ავლებს. ისინი ოჯახებისთვის სირთულეების შექმნისა და ადგილობრივი მოსახლეობის დაყოფის გარდა, არაფერს ემსახურება. ეს უნდა შეჩერდეს“, – წერს ბრიტანელი დიპლომატი.
რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან მავთულხლართების მონტაჟის მიზნით რკინის ბოძების მონტაჟი დღეს დილიდან განაახლეს.