საქართველოში ბრიტანეთის ელჩი – რუსეთის მიერ გავლებული მავთულხლართები ადგილობრივი მოსახლეობის დაყოფის გარდა, არაფერს ემსახურება

17:15, 15.08.2019

რუსეთის მიერ გავლებული მავთულხლართები ოჯახებისთვის სირთულეების შექმნისა და ადგილობრივი მოსახლეობის დაყოფის გარდა, არაფერს ემსახურება, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩი ჯასტინ მაქკენზი-სმიტი წერს.

„დღეს საქართველოში, გუგუტიანთკარში რუსეთი დამატებით მავთულხლართებს ავლებს. ისინი ოჯახებისთვის სირთულეების შექმნისა და ადგილობრივი მოსახლეობის დაყოფის გარდა, არაფერს ემსახურება. ეს უნდა შეჩერდეს“, – წერს ბრიტანელი დიპლომატი.

რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან მავთულხლართების მონტაჟის მიზნით რკინის ბოძების მონტაჟი დღეს დილიდან განაახლეს.

მსგავსი