ბრიტანეთის ელჩი - მადლობა ირაკლი კობახიძეს ორმხრივი ურთიერთობებისა და საქართველოს ევროატლანტიკური ტრაექტორიის მნიშვნელობის შესახებ დისკუსიისთვის
ბრიტანეთის ელჩი - მადლობა ირაკლი კობახიძეს ორმხრივი ურთიერთობებისა და საქართველოს ევროატლანტიკური ტრაექტორიის მნიშვნელობის შესახებ დისკუსიისთვის

გაერთიანებული სამეფოს ახლად დანიშნული ელჩი საქართველოში გარეთ უორდი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მადლობას უხდის.

დიპლომატი ირაკლი კობახიძესთან დღევანდელ შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„მადლობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მრავალმხრივი დისკუსიისთვის გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების, ნატო-სა და საქართველოს ევროატლანტიკური ტრაექტორიის მნიშვნელობის შესახებ“, – აღნიშნავს გარეთ უორდი.