ბრიტანეთის დაზვერვა - სერგეი ლავროვი ომის „გეოგრაფიის გაფართოებაზე“ საუბრობდა, რადგან რუსეთი ამზადებს ნიადაგს ახალი „რეფერენდუმებისთვის“ ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონების გარეთ
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ომის „გეოგრაფიის გაფართოებაზე“ საუბრობდა, რადგან რუსეთი ამზადებს ნიადაგს ახალი „რეფერენდუმებისთვის“ ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონების გარეთ, – ამის შესახებ აღნიშნულია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მიმოხილვაში.
ბრიტანეთის სპეცსამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მტკიცების მიუხედავად, რუსეთს უკრაინაში საომარი გეოგრაფია არ გაუზრდია.
„არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ ლავროვმა ეს კომენტარები გააკეთა, რათა გზა გაეხსნა ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონების გარეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეფერენდუმის ჩასატარებლად“, – აღნიშნულია მიმოხილვაში.
„ბლუმბერგის“ ცნობით, რუსეთი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე 15 სექტემბრამდე რეფერენდუმის ჩასატარებლად ემზადება, რომლის შედეგების მიხედვითაც მათ ანექსიას მოახდენს. 20 ივლისს ლავროვმა გამოაცხადა, რომ რუსეთმა გააფართოვა თავისი „სპეციალური ოპერაციის“ ფარგლები.