ბრიტანეთის დაზვერვა - რუსეთი უკრაინასთან ომში უკიდურესად მძიმე დანაკარგს განიცდის
რუსეთი უკრაინასთან ომში უკიდურესად მძიმე დანაკარგს განიცდის, თუმცა ამის შედეგები რუსეთის რეგიონების მიხედვით მკვეთრად განსხვავდება. ამის შესახებ ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის ყოველდღიურ ანგარიშში. კერძოდ, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურის მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ მოსკოვი და სანკტ-პეტერბურგი ომში დანაკარგების მხრივ შედარებით ნაკლებად არიან დაზარალებული.
„მოსახლეობის პროპორციულობის მიხედვით, ყველაზე მდიდარი ქალაქები მოსკოვი და სანკტ-პეტერბურგი შედარებით ნაკლებად არიან დაზარალებული. განსაკუთრებით კი ეს ეხება ქვეყნის ელიტების ოჯახებს“, – ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიშში.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთის აღმოსავლეთ რეგიონების მოსახლეობაში, დედაქალაქთან შედარებით, ომში დანაკარგები 30-40 ჯერ მეტია. ყველაზე მეტად ამ კუთხით დაზარალებულები არიან ეთნიკური უმცირესობები. მაგალითად, ასტრახანის მოსახლეობას შორის ომში დაღუპულთა 75%-ს ყაზახები და თათრები შეადგენენ.