ბრიტანეთის დაზვერვა - დიდი ალბათობით, რუსეთი აძლიერებს ომს უკრაინის წინააღმდეგ იმ რესურსებით, რომლებიც ადრე აფრიკისთვის იყო განკუთვნილი
ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაში აფრიკისთვის გამოყოფილ სამხედრო რესურსებს იყენებს.
დაზვერვის მიმოხილვაში ასევე წერია, რომ ვოლჩანსკზე თავდასხმისას რუსებმა რეგულარულ დანაყოფებთან ერთად, განათავსეს რუსეთის იუსტიციის სამინისტროს „აფრიკის კორპუსის“ ქვედანაყოფები.
როგორც ირკვევა, „აფრიკული კორპუსი“ 2023 წლის დეკემბრის თვეში შეიქმნა და 2 000-ზე მეტი მებრძოლისგან შედგება, მათ შორის არიან ისეთი სამხედროები, რომლებიც სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერში“ მსახურობდნენ.
ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, რუსებს სავარაუდოდ „აფრიკული კორპუსის“ მებრძოლები განლაგებული ჰყავდა სირიაში, ლიბიაში, ბურკინა ფასოსა და ნიგერიაში.
„დიდი ალბათობით, რუსეთი აძლიერებს ომს უკრაინის წინააღმდეგ იმ რესურსებით, რომლებიც ადრე აფრიკისთვის იყო განკუთვნილი“, – წერია მიმოხილვაში.