დედოფალ ელისაბედ მეორეზე 1981 წელს თავდასხმა განხორციელდა. ინფორმაცია გაერთიანებული სამეფოს სადაზვერვო სამსახურმა გასაიდუმლოებული დოკუმენტების შესწავლის შემდეგ გაავრცელა.
დოკუმენტების თანახმად, 1981 წელს ბრიტანეთის დედოფალი ახალ ზელანდიაში ჩავიდა, სადაც ქალაქ დანდინში საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრიდან მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. თავდამსხმელი ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე 17 წლის კრისტოფერ ლუისი იყო.
როგორც სადაზვერვო სამსახურის ჩანაწერებიდან ირკვევა, ლუისი არ დაუპატიმრებიათ, მას ბრალი იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის წარუდგინეს და სპეციალურ დაწესებულებაში სამკურნალოდ გაგზავნეს. ლუისი ამტკიცებდა, რომ ულტრამემარჯვენე ნაციონალისტური პარტიის წევრი იყო და მას დიდი ბრიტანეთის დედოფლის მოკვლა დაავალეს. მოგვიანებით დადგინდა, რომ მსგავს ორგანიზაციასთან ლუისს კავშირი არასოდეს ჰქონია.
დედოფალზე თავდასხმის ფაქტი არ გახმაურებულა. გაერთიანებული სამეფოსა და ახალი ზელანდიის სადაზვერვო სამსახურები ცდილობდნენ, მომხდარის შესახებ ინფორმაცია მსოფლიო მედიისგან დაემალათ.
თავდასხმის მიუხედავად, დედოფალი ახალ ზელანდიაში 5 წლის თავზე მაინც ჩავიდა. მისი ვიზიტის დროს უსაფრთხოების ზომები განსაკუთრებით გამკაცრებული იყო.