ბრიტანეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდება, სადაც არასრულწლოვნებს პორნოგრაფიულ ვებგვერდებზე შესვლა აეკრძალებათ
ბრიტანეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდება, სადაც არასრულწლოვნებს პორნოგრაფიულ ვებგვერდებზე შესვლა აეკრძალებათ

ბრიტანეთი მსოფლიოში პირველი ქვეყaნა გახდება, სადაც პორნოგრაფიულ ვებგვერდებზე შესვლა არასრულწლოვნებისთვის აკრძალული იქნება.

„როიტერის“ ინფორმაციით, შეზღუდვა ძალაში 15 ივლისიდან შევა. პროვაიდერებს კანონით პორნოგრაფიული ვებგვერდების მომხმარებელთა ასაკის კონტროლს დაავალებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდებს ჯარიმას დააკისრებენ ან დაბლოკავენ.

როგორც ბრიტანეთის ხელისუფლებაში ამბობენ, პორნოგრაფია დღეს ბავშვებისთვის ინტერნეტში იოლად ხელმისაწვდომია, რაც დაუშვებელია.

ამასთან, როგორც მთავრობაში ამტკიცებენ, მომხმარებელთა კონფიდენციალურობა დაცული იქნება და ასაკის შემოწმების დროს, მათი პირადი მონაცემების გამხელა საჭირო არ იქნება.

კერძოდ, პორნოგრაფიული ვებგვერდების მომხმარებლებს დიდი ბრიტანეთში სპეციალურ მაღაზიებში ბილეთების ყიდვა ან საკრედიტო ბარათის მონაცემების შეყვანა მოუწევს.

ის ვებგვერდები, სადაც პორნოგრაფია მთლიანი მასალის მესამედს არ აღემატება, მომხმარებელთა ასაკის კონტროლის ვალდებულებისგან გათავისუფლებულები იქნებიან.