ბრიტანეთი დაზვერვა - ხარკოვის მიმართულებით ოკუპანტებს წინსვლა აქვთ
ბრიტანეთი დაზვერვა - ხარკოვის მიმართულებით ოკუპანტებს წინსვლა აქვთ

ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ყოველდღიურ სადაზვერვო მიმოხილვაშია ნათქვამია, რომ ხარკოვის მიმართულებით ოკუპანტებს წინსვლა აქვთ.

ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ყოველდღიურ სადაზვერვო მიმოხილვაშია ნათქვამი.

„რუსეთის მთავარ ოპერატიულ ძალისხმევა რჩება დონბასში და მისი ძალების დასავლეთის ჯგუფმა, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირის განმავლობაში პირველად მცირე წინსვლას მიაღწია ხარკოვის სექტორში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

სადაზვერვო მიმოხილვის მიხედვით, 10 ივნისს, რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომისიის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ იწინასწარმეტყველა, რომ ქვეყნის თავდაცვის ხარჯები გაიზრდება 600-700 მილიარდი რუბლით (8,5-10 მილიარდი ფუნტ-სტერლინგი), რაც მიუახლოვდება რუსეთის თავდაცვის ბიუჯეტის 20%-იან ზრდას.

„რუსეთის მთავრობის დაფინანსება საშუალებას აძლევს ქვეყნის თავდაცვის ინდუსტრიულ ბაზას, რომ ნელ-ნელა მობილიზდეს უკრაინის ომის დროს დაკისრებული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. თუმცა, ინდუსტრიას შეიძლება, გაუჭირდეს შეასრულოს მრავალი მოთხოვნა, ნაწილობრივ სანქციების შედეგებისა და ექსპერტიზის ნაკლებობის გამო. ასევე, რუსეთის მაღალი ხარისხის ოპტიკისა და მოწინავე ელექტრონიკის წარმოება, სავარაუდოდ, კვლავ პრობლემურია და შეიძლება, ძირი გამოუთხაროს მის ძალისხმევას, უკრაინაში დაკარგული აღჭურვილობის შეცვლის პროცესში“, – ნათქვამია დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციაში.