ბრიტანელი და ამერიკელი მკვლევრები აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ღაზაში ცეცხლი შეწყდება, აგვისტომდე, შესაძლოა, 8 000 ადამიანი დაიღუპოს
ბრიტანელი და ამერიკელი მკვლევრები აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ღაზაში ცეცხლი შეწყდება, აგვისტომდე, შესაძლოა, 8 000 ადამიანი დაიღუპოს

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ღაზაში ცეცხლი შეწყდება, აგვისტომდე, შესაძლოა, 8 000 ადამიანი დაიღუპოს, – ამის შესახებ ნათქვამია ბრიტანელი და ამერიკელი მკვლევრების დასკვნაში.

კვლევის მიხედვით, ბრძოლის შედეგად ღაზის საავადმყოფოები განადგურებულია, 2,3-მილიონიანი მოსახლეობის 85% უსახლკაროდ დარჩა, იზრდება ისეთი დაავადებების შემთხვევები, როგორიცაა დიარეა, გადატვირთულია თავშესაფრები.

ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის, ასევე ჯონ ჰოპკინსის ცენტრის აკადემიკოსების მოხსენებაში საუბარია მომდევნო ექვსი თვის პროგნოზზე და ის მხოლოდ ღაზაში არსებულ სიტუაციას მოიცავს, რადგან ისრაელის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემები ხელუხლებელია.

მოხსნების მიხედვით, თუ ბრძოლები გაგრძელდება ან გამწვავდება, არასრულფასოვანი კვებით, ინფექციური დაავადებების ზრდით, მედიკამენტების არარსებობით დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება.