ბრიჯიტ ბრინკი აცხადებს, რომ რუსეთის სარაკეტო იერიში კიევში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მრჩევლების შეხვედრაზე პასუხი იყო
ბრიჯიტ ბრინკი აცხადებს, რომ რუსეთის სარაკეტო იერიში კიევში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მრჩევლების შეხვედრაზე პასუხი იყო

კიევში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლების შეხვედრა გაიმართა.

ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში უკრაინაში აშშ-ის ელჩი ბრიჯიტ ბრინკი წერს. მისი თქმით, რუსეთის სარაკეტო იერიში უკრაინის დედაქალაქზე სწორედ ამ შეხვედრაზე პასუხი იყო.

ამერიკელი დიპლომატის ცნობით, შეხვედრაზე ვოლოდიმირ ზელენსკის „მშვიდობის ფორმულა“ განიხილებოდა.

„რუსეთის პასუხი კიევში მთელი მსოფლიოს ქვეყნების ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლების გუშინდელ შეკრებაზე ვოლოდიმირ ზელენსკის „მშვიდობის ფორმულის“ განსახილველად? ჰიპერბგერითი რაკეტა „კიბჟალი“ კიევზე დილის 05:00 საათზე. დაშავდა ათი მშვიდობიანი მცხოვრები, მათ შორის ბავშვი“, – წერს აშშ-ის ელჩი.

აღსანიშნავია, რომ კიევში გუშინ იმყოფებოდა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი ჯეიკ სალივანი.