Brexit-ის შემდეგ, ახალი ბრიტანული პასპორტები ნიდერლანდებში დაიბეჭდება
Brexit-ის შემდეგ, ახალი ბრიტანული პასპორტები ნიდერლანდებში დაიბეჭდება

ევროკავშირიდან გაერთიანებული სამეფოს გასვლის შემდეგ, ბრიტანეთის მოქალაქეებს პირადობის დამადასტურებელი ახალი დოკუმენტი ექნებათ. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ახალი პასპორტები ჰოლანდიურ კომპანიაში დაიბეჭდება. ინფორმაცია გაერთიანებული სამეფოს იუსტიციის სამინისტროში უკვე დაადასტურეს.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობას ზემოთხსენებული ფაქტის გამო, მედიაში აკრიტიკებენ.

„ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ ბრიტანული პასპორტები ევროკავშირის ტერიტორიაზე დაიბეჭდება. ეს ირონიაა“ – წერს გამოცემა „ტელეგრაფი“. ბრიტანულ გაზეთ The Sun-თან ინტერვიუში კი კონსერვატიული პარტიის წევრმა პრიტი პატელმა ტერეზა მეი აღნიშნული გადაწყვეტილების გამო მწვავედ გააკრიტიკა და გადაწყვეტილება „ბრიტანელებისთვის დამამცირებელ ფაქტად“ შეაფასა.

2017 წლის დეკემბერში პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ ბრიტანეთის ლურჯყდიანი პასპორტები Brexit-ის დასრულების შემდეგ, მუქი ღვინისფერი ყდით შეიცვლება.