„ბრექსიტის“ საკითხებში დიდი ბრიტანეთის მინისტრის დომინიკ რააბის განცხადებით, ევროპული გაერთიანებიდან გამოსვლის პირობებზე შეთანხმებას მხარეები 2018 წლის შემოდგომაზე მიაღწევენ.
„ჯერ კიდევ დარწმუნებული ვარ, რომ შეთანხმებას მიმდინარე შემოდგომაზე მივაღწევთ. ახლა დროა, ევროკავშირმა პრაგმატიზმის დემონსტრირება მოახდინოს. ჩვენ ამას უკვე დიდი ხანია ვაკეთებთ“, – განაცხადა დომინიკ რააბმა და აღნიშნა, რომ ოქტომბერში დაგეგმილი ევროკავშირის სამიტი შესაძლოა, შეთანხმების მიღწევაში მნიშვნელოვანი ეტაპი იყოს.
დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დატოვოს. ამ დრომდე „ბრექსიტის“ გარკვეული დეტალები ჯერ კიდევ დავის საგანს წარმოადგენს. მათ შორის არის ირლანდიასთან არსებული საზღვარი და ევროპული გაერთიანების დატოვების შემდეგ მხარეებს შორის ვაჭრობის ფორმა.