გერმანიის ქალაქ ბრემენში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. დაღუპულია სულ მცირე სამი ადამიანი. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Dpa იტყობინება.
ინციდენტი ბრემენის ერთ-ერთ გარეუბანში, გამთენიისას მოხდა. აფეთქების ხმა სახლის ზედა სართულზე გაისმა. შედეგად შენობა თითქმის სრულად დანგრეულია. გერმანული მედიის ცნობით, დაღუპულთა შორის არის 7 წლის ბავშვი.
აფეთქების შედეგად, სახლის ნანგრევები 50 მეტრის რადიუსში მიმოიფანტა.
მეხანძრეებმა ახლომდებარე სახლებიდან მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს. ადგილზე მობილიზებული იყო 70-ზე მეტი მეხანძრე.
აფეთექების მიზეზის დადგენა ან დრომდე ვერ ხერხდება.