ბრემენში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა, არის მსხვერპლი

12:19, 28.06.2018

გერმანიის ქალაქ ბრემენში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. დაღუპულია სულ მცირე სამი ადამიანი. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Dpa იტყობინება.

ინციდენტი ბრემენის ერთ-ერთ გარეუბანში, გამთენიისას მოხდა. აფეთქების ხმა სახლის ზედა სართულზე გაისმა. შედეგად შენობა თითქმის სრულად დანგრეულია. გერმანული მედიის ცნობით, დაღუპულთა შორის არის 7 წლის ბავშვი.

აფეთქების შედეგად, სახლის ნანგრევები 50 მეტრის რადიუსში მიმოიფანტა.

მეხანძრეებმა ახლომდებარე სახლებიდან მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს. ადგილზე მობილიზებული იყო 70-ზე მეტი მეხანძრე.

აფეთექების მიზეზის დადგენა ან დრომდე ვერ ხერხდება.

მსგავსი