ბრაზილიის პრეზიდენტის განცხადებით, ქალაქ ვინედოში ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაღუპულია
ბრაზილიის ქალაქ ვინედოში ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი 62-ვე ადამიანი დაღუპულია. ინფორმაციას ქვეყნის პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა ადასტურებს.
გავრცელებული ცნობით, ვარდნისას თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლს დაეცა, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, იქ არავინ დაშავებულა.
თვითმფრინავი კასკაველიდან სან პაულოში მიფრინავდა, თუმცა მან სამეთვალყურეო კოშკთან სიგნალი დაკარგა და ვინედოში ჩამოვარდა. ბორტზე 58 მგზავრი და ეკიპაჟის ოთხი წევრი იმყოფებოდა.